воскресенье, 11 мая 2014 г.

                                           დღე
დღის წესრიგი:
სწავლებისა და შეფასების ეფექტური სტრატეგიები
შეფასების კრიტერიუმები
ტრენინგი დავიწყეთ ,,მოლოდინის ფურცლების „ შევსებით
განვიხილეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. ეგს-ეს მიხედვით გამოვყავით ხუთი პრიორიტეტული მიზანი. მოვახდინეთ იდეების რანგირება. გამოვიყენეთ მეთოდი ,,რანგირება“. ვიმსჯელეთ აღნიშნული მეთოდის საგაკვეთილო პროცესში ჩართვის ეფექტურობაზე.
ჯგუფებში გადანაწილების შემდეგ, ჯიგსოუს მეთოდის გამოყენებით მოვახდინეთ ახალი ინფორმაციის ფლიფჩარტებზე“ გადატანა და პრეზენტაცია.
შესვენება: 15 წთ
განვიხილეთ მეთოდი ,, დაკარგული სიტყვები“
წყვილებში ვიმუშავეთ N2-ე სამუშაო ფურცლებში, რომელიც სატრენინგო მასალასთან ერთად დაგვირიგდა. მოვახდინეთ პრეზენტაცია. განვიხილეთ მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ქ-ნმა ხათუნა ბარაბაძემ მასწავლებლის როლი და დეტალურად ისაუბრა მონაცემთა ანალიზისა და სტატისტიკის შესახებ. განვიხილეთ დიაგრამის სახეები: სვეტოვანი, პიქტოგრამა და სხვ.
საშინაო დავალება: 1. როგორ შეიძლება გამოვიყენო მონაცემთა ანალიზი ჩემს საგანში?
2. ერთი კონკრეტული მეთოდი, რომელიც განავითარებს ანალიტიკურ აზროვნებას.
ტრენინგი დავასრულეთ რეფლექსიით.









                                                             II დღე

დღის წესრიგი:
საშინაო დავალების წარდგენა
მეთოდები: 3 ნაბიჯი
დებატები
,,მეოცნებე, რეალისტი, კრიტიკოსი“
ტრენინგი საშინაო დავალებების წარდგენითა და ანალიზით დავიწყეთ. ვისაუბრეთ მოსმენილი დავალებების სისრულესა თუ ნაკლოვანებებზე.
ტრენერის მითითებით დავიყავით ტრიადებად: 1. ინტერვიუერი
                                                                                         2. რესპოდენტი
                                                                                          3. დამკვირვებელი
მოვიფიქრეთ კითხვები წინა მეცადინეობასთან დაკავშირებით დამონაცვლეობით ვიმყოფებოდით სამივე როლში. ვისაუბრეთ , რა უნარებს ავითარებს აღნიშული მეთოდი, ასევე გამოვკვეთეთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
შესვენება 15 წთ
დეტალურად ვისაუბრეთ დებატების მნიშვნელობაზე სწავლების დროს. იმ განსავითარებელ უნარებზე, რომლებსაც ხელს უწყობს აღნიშნული მეთოდის გამოყენება. ვიმსჯელეთ, როგორ უნდა მოხდეს დებატების წარმართვა სწორად.
ასევე გავიხილეთ კიდევ ერთი ახალი მეთოდი ,, მეოცნებე, რელაისტი, კრიტიკოსი“, რომელიც მეტად საინტერესოა იმისათვის, რომ ბავშვებმა შეძლონ შემოქმედებითი უნარის გამომუშავება.
მოგვეცა საშინაო დავალებად ერთი კონკრეტული თემის მოფიქრება და გაკვეთილის დაგეგმვა
ტრენინგი დავასრულეთ რეფლექსიით.





III დღე

პირველი სესია:
საშინაო დავალებების გაანალიზება
სხვადასხვა უნარების გამოვლენის მაჩვენებლების დადგენა

მეორე სესია:
უნარების გამოვლენის მაჩვენებლებისა და შეფასების მეთოდებს შორის ურთიერთმიმართების დადგენა
გამოყენებული სტრატეგიებისას მოსწავლეთა შეფასების შემუშავება
გამოყენებული სტრატეგიების შეფასების ადეკვატური მეთოდების დადგენა

გადავნაწილდით საგნობრივ ჯგუფებში, სადაც დავწერეთ გაკვეთილის გეგმა. ჯგუფებმა მოვაწყვეთ ,,გასეირნება გალერეაში“ გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს და შევაფასეთ.
შესვენება
ჯგუფური მუშაობა  (უნარები-მაჩვენებლები)
 ტრენინგი დავასრულეთ რეფლექსიით








 IV დღე

დღის წესრიგი:
1.      შეფასების რუბრიკების შექმნა
2.      ტესტირება

დეტალურად გავეცანით სხვადასხვა ტიპის შეფასების რუბრიკას და ვისაუბრეთ მათ მსგავსება-განსხვავებულობაზე. შემდეგ თავად შევმენით შეფასების რუბრიკები და გავაკეთეთ პრეზენტაცია.
შესვენება

ტრენინგი ბოლოს, ინდივიდუალურად ვიმუშავეთ ტესტებზე.